პარლამენტმა „წიაღის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 77 ხმით, ერთხმად მიიღო.
კანონპროექტთა პაკეტი პლენარულ სხდომაზე განსახილველად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ წარადგინა.
პროექტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო, ნაცვლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირისა, გახდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
„საკომიტეტო განხილვების შემდგომ, რვავე კანონპროექტში განხორციელდა მცირე, რედაქციული ხასიათის ცვლილებები, რასაც კანონპროექტების შინაარსზე გავლენა არ მოუხდენია“, – განაცხადა მომხსენებელმა.