საქმე ის არის რომ მაღაროელები მოითხოვენ, რომ სამმხრივი კომისიის ჯგუფში არ განიხილებოდეს პროფკავშირები. იყოს მთავრობა, დამსაქმებელთა გაერთიანება და მაღაროელების წარმომადგენლები.
“ჭიათურელი მშრომელების უფლებებისთვის იბრძოლებენ მაღაროელების წარმომადგენლები, რისთვისაც აუცილებელია ჩვენი სამუშაო ჯგუფში ჩართვა”, – აცხადებენ მაღაროელები.
აღნიშნულზე პროფკავშირებში ამბობენ, რომ ვინც უნდა იყოს სამმხრივი კომისიის მონაწილე, კანონით არის განსაზღვრული, სადაც მაღაროელები არ მოიაზრებიან.
“კანონით სამმხრივ კომისიაში არიან დამსაქმებელთა გაერთიანება, პროფკავშირების გაერთიანება და მთავრობა თავისი მინისტრებით შესაბამისი სამინისტროებით, ამიტომ სამმხრივ კომისიაში მაღაროელები ვერ ჩაერთვებიან”, – აცხადებენ პროფკავშირებში.
„მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამინისტროს, ყურად იღოს ჩვენი თხოვნა“ – მაღაროელი