სამხრეთ კორეის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერალი კანდიდატი იმარჯვებს

სამხრეთ კორეის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერალი კანდიდატი იმარჯვებს
სამი ტელეარხის ჩატარებული ერთობლივი ეგზიტპოლის თანახმად, სამხრეთ კორეის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერალი კანდიდატი ლი ჯე-მიუნგი იმარჯვებს.

44.4 მილიონი მოსახლეობის მქონე სამხრეთ კორეაში, ვადამდელი არჩევნების ჩატარება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც თანამდებობიდან გადააყენეს კონსერვატორი პრეზიდენტი, რომელსაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება სურდა.

როგორც DW წერს, ახალი პრეზიდენტის მთავარი გამოწვევა აშშ-თან სატარიფო ომი იქნება, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყნის ფოლადისა და ალუმინის იმპორტს 50%-იანი საიმპორტო გადასახადით ემუქრება. არადა ქვეყანა აშშ-ში ფოლადის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია. ტარიფების მოსალოდნელი გავლენისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, სამხრეთ კორეის ცენტრალურმა ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზით 0.8%-მდე უკვე შეამცირა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *