“სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერმა ლი ჯე მიონმა გაიმარჯვა”, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„იმ მომენტიდან, როდესაც მე არჩეულად დამამტკიცებენ, ყველა ჩემს ძალას გამოვიყენებ, რათა თქვენი მტკივნეული ცხოვრებიდან რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ“, – ამბობს ის.
“დემოკრატიული პარტიის” კანდიდატმა, ლი ჯე მიონმა “ხალხის ძალის პარტიის” კანდიდატი, კიმ მუნ სუ დაამარცხა, რომელმაც უკვე აღიარა არჩევნების შედეგები და ჯე მიონს გამარჯვება მიულოცა.
პრეზიდენტად არჩეულის თქმით, თანამდებობაზე მისი “პირველი ვალდებულება” ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენა იქნება, მეორე ვალდებულება ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა.