“სანქციები არ მუშაობს” – კობახიძის თქმით, სანქცირებული თამაზაშვილი ხელფასს ოფიციალურად აიღებს

“სანქციები არ მუშაობს” – კობახიძის თქმით, სანქცირებული თამაზაშვილი ხელფასს ოფიციალურად აიღებს
“ქართული ოცნების” პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული, ხელფასს ოფიციალურად აიღებს, როგორც აქამდე იღებდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ბატონი თამაზაშვილი ძალიან კარგად აიღებს ხელფასს. როგორც აქამდე იღებდა ისე აიღებს ხელფასს, აქამდეც ოფიციალურად იღებდა და მომავალშიც ასე იქნება. როგორც ქალაქის პოლიციის უფროსი ის იღებდა ოფიციალურად ხელფასს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც ოფიციალურად მიიღებს ხელფასს. თქვენი სანქციები არ მუშაობს, ეს შემიძლია გითხრათ”, – აცხადებს კობახიძე.

სულხან თამაზაშვილი შს მინისტრთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად 2024 წლის ბოლოს დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა. აღნიშნული სანქციები აქტივების დაყადაღებასა და სამოგზაურო შეზღუდვებს გულისხმობს. დღეს, ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა. მან ამ თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძე შეცვალა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *