სასტუმრო სექტემბრამდე 90%-ით დაჯავშნილია – “ანაკლია”

სასტუმრო სექტემბრამდე 90%-ით დაჯავშნილია – “ანაკლია”

კურორტ ანაკლიაში მდებარე სასტუმრო „ანაკლიას“ დირექტორი, იოსებ თოდუა ამბობს, რომ სასტუმრო 90%-ით უკვე დაჯავშნილია. BM.GE-სთან მიმდინარე ტურისტულ სეზონზე საუბრისას, თოდუამ აღნიშნა, რომ სასტუმროს ძირითადი სტუმრები ადგილობრივი მოსახლეობაა, როგორც გასულ წელს იყო.

„ჩვენი ნომრები საოჯახო სეგმენტზეა გათვლილი. ფასები იგივე დავტოვეთ, როგორც გასულ წელს იყო. კერძოდ, 260 ლარია ორი ადამიანი საუზმით და ვახშმით და 7 წლამდე ბავშვი უფასოა. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა“, – აღნიშნა იოსებ თოდუამ.

რაც შეეხება გამოწვევებს, სასტუმრო „ანაკლიას“ დირექტორი ამბობს, რომ გამოწვევებიც იგივეა, რაც აქამდე იყო და არაფერი არ გაკეთებულა.

„საუბარია ინფრასტრუქტურაზე. გზა ასე თუ ისე არის ჩვენამდე მოსასვლელი, ინფრასტრუქტურაში ვგულისხმობ ბულვარში გასართობებს, რესტორნებს…“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ბულვარი უკვე დასუფთავებულია.

ცნობისთვის, ანაკლიაში, სასტუმრო „ანაკლია“ 15 წელია ოპერირებს. ის 42 ნომერს აერთიანებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *