“სრულიად უპრეცედენტო პარტნიორობას ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც ფრანგული ავტომწარმოებელი კომპანია (სახელს არ დავასახელებ), თავდაცვის კომპანია SME-სთან თანამშრომლობით, უკრაინაში დრონების საწარმოს გახსნის”, – განაცხადა ლეკორნუმ.
ომის დაწყების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა საფრანგეთი უკრაინაში წარმოებით შედის.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა სახის დრონების წარმოება იგეგმება, თუმცა აღნიშნა, რომ მათ უკრაინული არმია გამოიყენებს და, თავის მხრივ, ფრანგი სამხედროებისთვისაც “მუდმივი, ტაქტიკური წვრთნა” იქნება. ბრძოლის ველზე მყოფი უკრაინული ძალები ფრანგულ წარმოებას უკუკავშირს დაუბრუნებენ.
თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ უკრაინაში მოქმედ საწარმოში მხოლოდ ფრანგების დასაქმება არ იქნება აუცილებელი.
ლეკორნუს ამ განცხადებას წინ უსწრებდა საფრანგეთსა და უკრაინას შორის ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებები, სადაც მხარეებმა უკრაინის თავდაცვისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობის საერთო წარმოება განიხილეს.
2025 წელს უკრაინა 4.5 მილიონზე მეტი დრონის გამოყენებას გეგმავს