“ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ, ჟურნალისტები ციხეში. საით მიდიხარ, საქართველო?”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ზე წერს.
„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი – ეს ფართოდ გავრცელებული კრედოა. თუმცა, საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშაა.
ეს აღქმა იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე. ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ, ჟურნალისტები ციხეში. საით მიდიხარ, საქართველო?“, – წერს პეტერ ფიშერი.