საქართველოს პორტებმა I კვარტალში 3.7 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს — წლიური ზრდა 9.2%

საქართველოს პორტებმა I კვარტალში 3.7 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს — წლიური ზრდა 9.2%

საქსტატის მონაცემებით, I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3 მლნ 709 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 9.2%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 52.5% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 28.8% — თხევადი ტვირთი, ხოლო 18.7 % — ნაყარი ტვირთი.

2025 წლის I კვარტალში ნავსადგურებში და ტერმინალებში 451 გემი შემოვიდა. საზღვაო ნავსადგურებისა და ტერმინალების ძირითადი მაჩვენებლების თანახმად, აქედან 50.1% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი იყო, 22.2% — თხევადი ტვირთმზიდი, 18.2% — კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 9.5% ნაყარ ტვირთმზიდებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

აღსანიშნავია, რომ იანვარ-მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 2.6-ჯერ მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 32.2%-ით მეტი — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 12.8%-ით ნაკლები — კონტეინერმზიდი და 11.5%-ით ნაკლები — თხევადი ტვირთმზიდი.

შემოსული გემების 18.2% პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 16.6% — თურქეთის, 10.2% — მალტის, 8.4% — ლიბერიის, დანარჩენი 46.6% კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

ამავე პერიოდში საქართველოს ნავსადგურები 2.1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 16.5%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 56.8-ს შეადგენდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *