თბილისის პროკურორის თანამდებობა გიორგი გვარაკიძემ დაიკავა. დანიშვნამდე ის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. გვარაკიძე წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა პროკურატურაში.
ყოფილი თბილისის პროკურორი, ლევან გეგეჭკორი, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გახდა. მის ადგილას მყოფი მალხაზ კაპანაძე კი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტს ჩაუდგა სათავეში.
“ოცნების” გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა ახალ ხელმძღვანელებთან უწყების პრიორიტეტებზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, გაბიტაშვილის ყოფილმა მოადგილე ნათია მერებაშვილმა პოსტი მიმდინარე წლის იანვარში დატოვა. მაშინ მერებაშვილმა თქვა, რომ “მისი გადაწყვეტილება – დაეტოვებინა პოსტი – დიდი ხნის ნაფიქრია და საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება”.