საქართველოს რკინიგზა სააღდგომოდ რეისებს ამატებს – განრიგი

საქართველოს რკინიგზა სააღდგომოდ რეისებს ამატებს – განრიგი
საქართველოს რკინიგზა სააღდგომოდ რეისებს ამატებს. კერძოდ, რკინიგზის ინფორმაციით, 18 და 19 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნება.

დამატებული რეისები თბილისი-ბათუმის მიმართულებით 18-19 აპრილს შემდეგი განრიგით დაინიშნა:

თბილისიდან გასვლა 10:35 საათზე, ბათუმში ჩასვლა – 16:10 საათზე.

ბათუმიდან გასვლა 18:30 საათზე, თბილისში ჩასვლა – 23:47 საათზე.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ვებ-გვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *