საქართველოს რკინიგზას ახალი დირექტორი ლაშა აბაშიძე გახდა, მან დავით ფერაძე შეცვალა. ლაშა აბაშიძე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას მოადგილე იყო, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას კი — მის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. დავით ფერაძე საქართველოს რკინიგზის დირექტორი 2017 წლის დეკემბრიდან იყო. რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს 7 მაისის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დავით ფერაძე გათავისუფლდა რკინიგზის გენერალური დირექტორის პოზიციიდან და მის ნაცვლად, ახალ დირექტორად ლაშა აბაშიძე აირჩიეს.
საქართველოს რკინიგზის დირექტორის პოსტზე დავით ფერაძე ლაშა აბაშიძემ შეცვალა
