საქართველოში არის დამოუკიდებელი სასამართლო და არავის სამართალი არ დაეკარგება. შესაბამისად, აღნიშნული საქმეები განხილული იქნება… არის სამი ინსტანცია, შემდგომ არის სტრასბურგის სასამართლო. ყველა ვნახავთ, რამდენად ჩააბარებს ქართული სასამართლო ტესტს”,- განაცხადა მურუსიძემ.
შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა მურუსიძემ ასევე თქვა, რომ „სანქციები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, ჩემთან მიმართებაში წერია, რომ გვაქვს გონივრული ეჭვიო, ხომ არ შეიძლება, გონივრული ეჭვის საფუძველზე დასანქცირდე?”
„რადგან ამხელა უსამართლობაზე არის საუბარი, ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ სიტუაციას. რეალურად, მართლა გული კი არ შესტკივათ, აქ არის სხვა პოლიტიკური მიზნები. რა არის ეს პოლიტიკური მიზანი? წლების განმავლობაში ხდება სასამართლო სისტემაზე შეტევა და ცდილობენ, რომ მიიღონ ბერკეტები სასამართლო სისტემაში, რომ შემდგომ მართონ ქვეყანაში პოლიტიკა”. – თქვა მურუსიძემ.
დღეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთა კონფერენცია იმართებოდა. სკოლის ეზოს შესასვლელთან პროევროპულ აქციებზე დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი.
34-ე რიგგარეშე კონფერენციაზე იმყოფებოდნენ ის მოსამართლეები, რომლებმაც აქტივისტებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს, დაკავებულთა მხარდამჭერები სწორედ ამ მიზეზით შეიკრიბნენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობასთან.
სწორედ კონფერენციის დასრულების შემდეგ გააკეთა გვრიტიშვილმა მედიისთვის კომენტარი.
ცნობისთვის, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები სანქცირებული არიან როგორც ევროკავშირის ასევე აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მიერ. ბოლოს, 2 აპრილს იდმა ბრიტანეთმა “სერიოზულ კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის გამო” თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.