საქართველოში ელევატორების რაოდენობა შემცირდა – იკლო დასაქმებულთა რიცხვმაც

ფქვილის მწარმოებლები ბაზარზე, მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, მთავრობას რამდენიმე ინიციატივ

2025 წლის I კვარტალში საქართველოში ელევატორების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 ერთეულით შემცირდა 30 შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ამჟამად მოქმედი ელევატორების უმრავლესობა ქვემო ქართლის (30.0%) რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 16.7% ფუნქციონირებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 16.7% კახეთის რეგიონში, 13.3% – იმერეთის რეგიონში, 10% – შიდა ქართლის რეგიონში, 10% – ქ. თბილისში, 3.3% – გურიის რეგიონში.

ელევატორებმა 2025 წლის I კვარტალის განმავლობაში მომსახურება 20 მომხმარებელს გაუწიეს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით მხოლოდ ერთით ნაკლებია.

წელს, იანვარ-მარტში მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 39 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 381 კაცით განისაზღვრა. გასული წლის პირველ კვარტალში ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 436 იყო.

თუმცა დიდი სხვაობა არ არის შენახული პროდუქციის მოცულობაში. კერძოდ, 2025 წლის I კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 104.9 ათასი ტონა პროდუქცია (გასულ წელს – 104.7 ათასი ტონა), რომლის 42.3%-ს წარმოადგენდა სოიოს შროტი და 36.4%-ს ხორბალი.

საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 73.4%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.

ასევე, საქსტატის ცნობით, 2025 წლის I კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 63.9 მლნ ლარის ღირებულების 58.3 ათასი ტონა პროდუქცია (2024 წლის I კვარტალში – 63.2 მლნ ლარის ღირებულების 57.3 ათასი ტონა პროდუქცია), საიდანაც 44% იყო იმპორტირებული პროდუქცია, ხოლო 46.5 % – ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) პროდუქცია.

ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, როგორც გასულ წელს. მასზე მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 77%.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 48.4%-ს, თებერვალში – 49.5%-ს ხოლო მარტში – 44.9%-ს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *