საქართველოში მოქმედი აუდიტორული კომპანიების რეიტინგი

საქართველოში მოქმედი აუდიტორული კომპანიების რეიტინგი

საქართველოში მოქმედმა აუდიტორულმა კომპანიებმა 2024 წლის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეგულირების სამსახურს უკვე წარუდგინეს. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, აუდიტორული კომპანიების შემოსავლები გასულ წელს მნიშვნელოვანი ზრდით გამოირჩეოდა.

2024 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი 10 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის მთლიანი შემოსავალი აუდიტორული, მომსახურებების გაწევიდან 32.7%-ით გაიზარდა და მან 67.2 მილიონი ლარი შეადგინა.

ანგარიშების თანახმად, შემოსავლების მიხედვით, 2024 წელს #1 ადგილზე EY საქართველოა, რომელმაც წლის განმავლობაში 19.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 89%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მეორე პოზიციას 15.4 მილიონი ლარით PWC საქართველო იკავებს, მესამეზე კი KPMG საქართველოა 8.5 მილიონი ლარის შემოსავლით.

საქართველოს უმსხვილესი აუდიტორული კომპანიების მთლიანი შემოსავლები 2024 წელს:

    # კომპანია შემოსავალი 2024 წელს ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით
    1 EY 19,632,667 ლარი; 89%
    2 PWC Georgia 15,411,430 ლარი; 16%
    3 KPMG Georgia 8,523,214 ლარი; 12%
    4 BDO Audit 7,559,372 ლარი; 22%
    5 Deloitte 4,114,159 ლარი; 31%
    6 Ecovis Georgia Audit 3,010,544 ლარი; 29%
    7 Nexia Georgia 2,952,454 ლარი; 26%
    8 Moore ABC 2,091,899 ლარი; 63%
    9 RSM Georgia 2,062,940 ლარი; -5%
    10 Grant Thornton 1,917,099 ლარი; -2%
    სულ 67,275,778 ლარი. 33%

    რეიტინგი saras.gov.ge-ზე გამოქვეყნებულ საჯარო ფინანსურ ანგარიშებს ეფუძნება. წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავს აუდიტორული კომპანიების მთლიან შემოსავლებს, მათ შორის აუდიტორული ანგარიშგებების მომზადებიდან, საბუღალტრო მომსახურებებიდან, საკონსულტაციო, მართვის, იურიდიული და სხვა სერვისების მიწოდებიდან.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *