საქართველოში მსხვილი ბიზნესი ამბივალენტურ მდგომარეობაში იმყოფება – იაგო კაჭკაჭიშვილი

საქართველოში მსხვილი ბიზნესი ამბივალენტურ მდგომარეობაში იმყოფება – იაგო კაჭკაჭიშვილი

საქართველოში მსხვილი ბიზნესი ამბივალენტურ მდგომარეობაში იმყოფება – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, დღეს, საქართველოში მსხვილი მსხვილი ბიზნესი ამბივალენტურ მდგომარეობაში იმყოფება.

ასე უპასუხა სოციაოლოგმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის პირობებში ბიზნესის როლს და პასუხისმგებლობას შეეხებოდა.

მართალია, თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა Freebuisness.ge-ზე 2400-ზე მეტი ორგანიზაცია დარეგისტრირდა, მაგრამ მსხვილი ბიზნესების ნაწილს საკუთარი პოზიცია საჯაროდ არ დაუფიქსირებია.

მმართველი ძალისგან მოსალოდნელი პოტენციური პრობლემების შიშით ხსნის იაგო კაჭკაჭიშვილი „დიდი ბიზნესების“ დუმილს შექმნილ სიტუაციაში და იქვე იმასაც დასძენს, რომ რადგან ქართულ ბიზნესი დასავლურ კაპიტალზე არის დამოკიდებული, მათ კარგად ესმით, რომ „დასავლეთთან კავშირების შესუსტება და ჩაჭრა მათი ბიზნესის სიკვდილი იქნება“.

– ერთი მხრივ, მათ ბუნებრივად უნდა ჰქონდეთ დასავლეთთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნების მოთხოვნილება და ამისთვის უნდა იბრძოდნენ, მაგრამ მეორე მხრივ, ხელისუფლების სახით, ბიზნესს ჰყავს დრაკონი ქვეყნის შიგნით და თუ ლოიალურები არ აღმოჩნდნენ, შეიძლება, ხელისუფლებამ მათ საზრდო გადაუკეტოს, ბიზნესის გაურთულოს. ამ ორ ცეცხლს შორის არის დღეს მსხვილი ბიზნესი…

– და მაინც, საით უნდა გადაიხაროს დღეს ბიზნესმენი, რომელსაც მხოლოდ ფულის კეთება არ უნდა ამ ქვეყანაში?

– თქვენი შეკითხვა რიტორიკულია… თუ მხოლოდ ფულის კეთება არაა მიზანი და მნიშვნელოვანია დასავლური ღირებულებები, ქვეყნის რეალური სუვერენიტეტი, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და ა.შ. მსხვილმა ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს დასავლურ ორიენტაციას, რომელიც უაღრესად შეირყვნა „ქართული ოცნების“ ხელში. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ორიენტაციას ასეთი დარტყმა არასდროს მიუღია. დასავლეთთან ინტეგრაციის 35-წლიანი შრომა და ჯაფა წყალში იყრება, მაგრამ იმედი მაქვს, „ოცნება“ ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის ასეთ ბრუტალურ შემოტრიალებას ვერ მოახერხებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *