ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ახალი ინდექსი ზომავს და ადარებს ცხოვრების ხარისხსა და დონეს მუნიციპალიტეტებს შორის. 2023 წლის საბაზისო მონაცემებზე დაფუძნებულმა ინდექსმა გამოავლინა მნიშვნელოვანი განსხვავებები მუნიციპალიტეტებს შორის.
ინდექსი მერყეობს უმაღლესი 0.67-დან, რომელიც თბილისმა მიიღო, უმცირეს 0.28-მდე, რომელიც ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. უფრო დეტალურად, ყველაზე დაბალი ცხოვრების ხარისხის ინდექსი შემდეგ მუნიციპალიტეტებშია:
- ლენტეხი – 0.28
- ცაგერი – 0.29
- მარნეული – 0.32
- მარტვილი – 0.32
- ხულო – 0.32
- ბაღდათი – 0.33
- ამბროლაური – 0.34
- წალენჯიხა – 0.35
- შუახევი – 0.35
- ონი – 0.36
ინდექსში თბილისის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია, მას მოსდევს ბათუმი, დანარჩენ მუნიციპალიტეტებს შორის განსხვავებები კი შედარებით უმნიშვნელოა. საშუალო ინდექსის მაჩვენებელი 0.40-ს შეადგენს, 22 მუნიციპალიტეტში ფიქსირდება საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი, ხოლო 38 მუნიციპალიტეტში – საშუალოზე დაბალი.
თბილისი, ბათუმი, ყაზბეგი… – რომელ მუნიციპალიტეტშია ცხოვრების ხარისხი ყველაზე მაღალი საქართველოში?