საქართველო ბრენდის წარმოებას ყოველწლიურად ზრდის – ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევა

საქართველო ბრენდის წარმოებას ყოველწლიურად ზრდის – ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევა

საქართველო ბრენდის წარმოებას ყოველწლიურად ზრდის – ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევა

საქართველო ბრენდის წარმოებას ყოველწლიურად ზრდის. ეროვნული ბანკის ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევის თანახმად, გასულ წელს ქვეყანამ 238 მლნ ლარის (16 ათასი ტონა) ბრენდი და 541 მლნ ლარის (54 ათასი ტონა) საბრენდე სპირტი აწარმოვა.

2024 წელს ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტი საქართველოდან ისტორიულ მაქსიმუმზე იყო და 289 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2023 წელს ექსპორტი 196 მლნ დოლარი იყო.

ბრენდისა და საბრენდე სპირტის სექტორის ძირითადი შემოსავლის წყარო პოსტსაბჭოთა საექსპორტო ბაზრებია, სადაც რუსეთის ფედერაციას უდიდესი წილი – 54% უკავია, სომხეთს კი 17%.

კვლევის მიხედვით საქართველოს საექსპორტო ფასი მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანია. ბრენდი და საბრენდე სპირტი ყველაზე ძვირად, საშუალოდ 30 დოლარად ლიტრზე, სინგაპურში გადის, ყველაზე დაბალი საექსპორტო ფასი, 2.2 დოლარი ლიტრზე, საფრანგეთშია. გასულ წელს რუსეთში საექსპორტო ფასმა იკლო და 3.9 დოლარს გაუტოლდა.

ამასთან, სპირტიანი სასმელების იმპორტი ბოლო წლებში გაზრდილია ისევე, როგორც საიმპორტო ფასები. გასულ წელს ქვეყანამ 57 მლნ დოლარის პროდუქტი იყიდა, რაც 2023 წელს იმპორტირებულ 49 მლნ დოლარის სასმელებს აჭარბებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *