5G ქსელის გამოყენება შესაძლებელია მაგთის ყველა მომხმარებლისთვის მთავარია, ჰქონდეს შესაბამისი მობილური ტელეფონი, რომელსაც აქვს 5G ქსელის მხარდაჭერა.
5G-ის გაშვებიდან ნახევარ წელზე ცოტა მეტი გავიდა, მიღწეულ შედეგებზე BMG “მაგთის” მარკეტინგის დირექტორს თამარ გაჩეჩილაძე ესაუბრა. ის აღნიშნავს, რომ კომპანიამ 5G-ის დანერგვასთან ერთად გააუმჯობესა 4G ქსელიც, რის შედეგადაც, “მაგთის” ყველა აბონენტი უფრო ხარისხიანი და სწრაფი მობილური ინტერნეტით სარგებლობს.
რა შედეგები აქვს “მაგთის” მობილურ 5G ინტერნეტს გასული პერიოდის განმავლობაში?
5G ტექნოლოგიის დანერგვიდან ნახევარი წელზე მეტი გავიდა – 7 თვის წინ კომპანიამ უდიდესი ნაბიჯი გადადგა და მომხმარებელს უახლესი, მეხუთე თაობის (5G) ქსელი შესთავაზა. გადადგმულმა ნაბიჯებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინტერნეტის მოხმარების გამოცდილება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მობილური ინტერნეტის სიჩქარის ზრდა, ქსელის სტაბილურობის გაუმჯობესება და მინიმალური დაყოვნება, რაც კრიტიკულია თანამედროვე ციფრულ კომუნიკაციაში.
ინტერნეტის სიჩქარის ზრდა მომხმარებლის კმაყოფილების დონეს რამდენად დაეტყო?
კომპანიაში მუდმივად ხდება მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსის მონიტორინგი, რომელიც ამ პერიოდში რამდენჯერმე არის გაზრდილი. მომხმარებლების შეფასებებით, 5G-იმ მნიშვნელოვნად გაამარტივა მათი პროფესიული თუ ყოველდღიური ცხოვრება, ასე მაგალითად:
მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარე 5G ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ მაგთიკომის მობილურ ქსელში 4G-ისთან შედარებით 10- ჯერ გაიზარდა. 5G ქსელის გამოყენებისას, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად დაზოგოს დრო, მიიღოს და გადმოტვირთოს დიდი მოცულობის ფაილები/ვიდეოები მინიმალურ დროში და შეიქმნას საუკეთესო გამოცდილება.
5G-ის მაღალი სიჩქარე და დაბალი დაყოვნება, შეიძლება ითქვას, სამოთხეა გეიმერებისა და ვირტუალური რეალობის (VR) მოყვარულთათვის. ის ზრდის ე.წ. „ღრუბლოვან სივრცეზე“ დაფუძნებული (Cloud-based) თამაშებისა და VR გამოცდილების პოტენციალს. გეიმერებს ახლა უკვე შეუძლიათ ბევრად უფრო რთული, გრაფიკით დატვირთული თამაშების სტრიმინგი და VR გარემოში მეტი რეალიზმითა და ინტერაქციულობით ჩართვა.
“მაგთის” 5G ქსელის პიკური სიჩქარე 2,000 მბ/წმ-მდე არის გაზრდილი, ამასთან ქსელს გაცილებით უფრო დიდი დატვირთვის მომსახურება შეუძლია, ვიდრე ეს 4G ქსელს შეეძლო. გაზრდილი ტევადობის შედეგად შესაძლებელი გახდა 1 კვადრატულ კილომეტრზე შეკრებილი 1 მილიონი აბონენტის მომსახურება, რაც 100-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე 4G ქსელის შესაძლებლობა, ეს კი, თავის მხრივ, მობილური ინტერნეტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თავშეყრის ადგილებში; შედეგად, მომხმარებლებს შეუძლიათ, რეალურ დროში გააზიარონ ვიდეოები, პირდაპირ ეთერში გაუშვან საყვარელი შემსრულებლის კონცერტი თუ მატჩის დროს გატანილი გოლი.
დღეს როდესაც მობილური ინტერნეტი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა – მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მობილური ინტერნეტის შეთავაზება მაგთიკომისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია
მაგთიკომისთვის ყოველთვის პრიორიტეტულია მომხმარებლებს შესთავაზოს უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საუკეთესო ხარისხის, ინოვაციური სერვისები – 5G-ის დანერგვა კი ამის განუყოფელი ნაწილია. დღეს საქართველოში სწორედ მაგთიკომის აბონენტებს აქვთ საშუალება, გამოცადონ 5G-ის უპირატესობები სრულფასოვნად, შეადარონ და შეიგრძნონ სრულყოფილი 5G ქსელის შესაძლებლობები და ხარისხი.
ინტერნეტის ხარისხის მნიშვნელოვანი ზრდა მომხმარებლის კმაყოფილების მაჩვენებლის ზრდასთან ერთად, საგრძნობლად აისახა ინტერნეტის მოხმარების ინტენსივობაზე – მობილური ინტერნეტის ტრაფიკის და მომხმარებლების რაოდენობის ზრდაზე
საერთო ჯამში, გასული პერიოდი მაგთიკომისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ტექნოლოგიური პროგრესისა და მომხმარებელზე ორიენტირებული განვითარების გზაზე.
საქართველოს ფართობის რა ნაწილს დაფარავს “მაგთი” 5G ინტერნეტით?
მაგთიკომი, ტრადიციულად, ყველაზე ვრცელი დაფარვით გამოირჩევა. მაგთის უახლესი თაობის 5G ქსელი ხელმისაწვდომია თითქმის მთელს საქართველოში, ეტაპობრივად ხდება ქსელის გაფართოება და 5G ტექნოლოგიის დანერგვა; გაუმჯობესესბული 4G ქსელით კი საქართველოს დასახლებული და კონტროლირებადი ტერიტორიის 99%-ია დაფარული.
კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, “მაგთის” მხოლოდ მობილურ აბონენტთა რიცხვი 2.3 მილიონზე მეტია; კომპანიის მობილური ინტერნეტის ტრაფიკი თვეში, დაახლოებით, 30 ტერაბაიტია. ამ აბონენტებიდან 5G-ის მომხმარებელთა სტატისტიკა კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე წარმოდგენილი არაა, თუმცა, 5G ქსელის გამოყენება შესაძლებელია ყველა მაგთის მომხმარებლისთვის მთავარია, ჰქონდეს შესაბამისი მობილური ტელეფონი, რომელსაც აქვს 5G ქსელის მხარდაჭერა. 5G-ის გააქტიურება მომხმარებლებისთვის არანაირ დამატებით ხარჯებთან არაა დაკავშირებული და მათ ქსელის ჩართვა Setting-ებში სულ რამდენიმე კლიკის შედეგად შეუძლიათ.