ნაკლებად განვითარებული ქვეყნების სიაში, გაეროს თანახმად, ამჟამად 44 სახელმწიფოა. მათ შორისაა მაგალითად, ავღანეთი, გამბია, ნიგერი, იემენი, მადაგასკარი, ჰაიტი, ბურუნდი, ბანგლადეში და სხვა. ხოლო მცირეკუნძულოვან განვითარებად სახელმწიფოებს შორისაა ფიჯი, კუბა, პალაუ და სხვა.
ცნობისთვის, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო (UNHRC) არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს და დაიცვას ადამიანის უფლებები მთელ მსოფლიოში.საბჭოს ჰყავს 47 წევრი, რომლებსაც სამი წლის ვადით ირჩევენ. საქართველო აღნიშნული საბჭოს წევრი 2022-2025 წლებში იყო.
საბჭო, რომლის შტაბ-ბინა გაეროს ოფისში ჟენევაში, შვეიცარიაში მდებარეობს, იძიებს ბრალდებებს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ გაეროს წევრ ქვეყნებში და განიხილავს ადამიანის უფლებათა თემატურ საკითხებს, როგორიცაა გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, რწმენისა და რელიგიის თავისუფლება, ქალთა უფლებები, ლგბტ უფლებები და რასობრივი და ეთნიკური უმცირესობების უფლებები.