„საჭიროა “სამშენებლო ომბუდსმენის” ინსტიტუტის შემოღება“ – საკანონმდებლო ინიციატივა

„საჭიროა “სამშენებლო ომბუდსმენის” ინსტიტუტის შემოღება“ – საკანონმდებლო ინიციატივა

„საჭიროა “სამშენებლო ომბუდსმენის” ინსტიტუტის შემოღება“ – საკანონმდებლო ინიციატივა

სამშენებლო სექტორში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, საჭიროა “სამშენებლო ომბუდსმენის” ინსტიტუტის შემოღება – ამ საკანონმდებლო წინადადებით საქართველოს მოქალაქეებმა ზურაბ ვანიშვილმა, ზურაბ ღლონტმა, ბესიკ ქათამაძემ და როლანდ კოჩოძემ საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს.

მოქალაქეები კანონმდებლებს სთავაზობენ მიიღონ „სამშენებლო ომბუდსმენის შესახებ“ კანონი. ამის აუცილებლობის წინაპირობად კი მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში მასშტაბურ დარღვევებს ასახელებენ.

საკანონმდებლო ინიციატივა 13 მაისს, საქართველოს პარლამენტის ბიურომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს განსახილველად გადასცა.

საკანონმდებლო წინადადების ინიციატორებს მაგალითისთვის მოჰყავთ 2018 წელს გაცემული ნებართვაზე კონკრეტული მშენებლობის ნებართვის 7 უკანონობის დამადასტურებელ 7 სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მათი თქმით, აღნიშნული არქიტექტურული პროექტის უკანონობას ადასტურებს.

„დასკვნები შედგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2024-2025 წლებში, აღნიშნული 7 საექსპერტო დასკვნა ადასტურებენ ს/კ მიწის ნაკვეთზე 12.04.2016 წელს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის უკანონობას, 7 ეპიზოდში: (1) საპროექტო შენობის ქვეშ გადის გაზსადენი; (2) აღნიშნული გაზსადენის გადალაგება შეუძლებელია სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით; (3) საპროექტო შენობიდან სტადიონამდე არ არის დაცული სავალდებულო 10-40 მეტრიანი მანძილი; (4) საპროექტო შენობიდან მიმდებარე ავტოფარეხებამდე არ არის დაცული სავალდებულო 15-მეტრიანი მანძილი; (5) საპროექტო შენობამდე მიმავალი გზის კიდიდან შენობის კედლამდე არ არის დაცული სავალდებულო 810 მეტრიანი ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი; (6) საპროექტო შენობამდე მიმავალ გზას არ გააჩნია საფეხმავლო ბილიკები და ტროტუარები; (7) საპროექტო შენობამდე მიმავალი გზის კიდიდან შენობის კედლამდე არ არის გათვალისწინებული 8-10 მეტრიანი მანძილი სახანძრო ავტომანქანებისთვის და სახანძრო ავტოკიბეებისთვის“, – ნათქვამია პარლამენტის გვერდზე ატვირთულ მოქალაქეების მიერ გაგზავნილ დოკუმენტში.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს 7 დასკვნა ნათლად და ცალსახად ადასტურებს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა ქაოტურად, დაუფიქრებლად ხდება.

„მშენებლობის დარგში არ არის დანერგილი მკაფიო და თანმიმდევრული წესები, გასაუმჯობესებელია გამჭვირვალობა, აუცილებელია სამშენებლო რეგულაციების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, შენობის ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების მექანიზმების არსებობის უზრუნველყოფა. პროექტების შეფასება რისკის კატეგორიების მიხედვით. ერთი მშენებლობის ნებართვის მიმართ რომ 7 სასამართლო ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა არსებობს (!), ეს ნიშნავს, რომ დარღვევების მასშტაბები მაღალია, ზოგადად ამ დარგში“, – განმარტავენ წინადადების ინიციატორები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *