2025 წლის ბიუჯეტი, – რომელიც 8 თვეს მოიცავს, – არის 510 200 ლარი.
აქედან 253 200 ლარი არის შრომის ანაზღაურება.
მეორე ნახევარი 257 000 ლარი „საქონლისა და მომსახურებისთვის“ არის განკუთვნილი.
ინფორმაციისთვის:
სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა მიმდინარე წელს დაინიშნა. “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება 22 აპრილს გამოიცა. სააგენტო ახალი სსიპ-ია, რომელიც NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსებისთვის შეიქმნა და მთავრობას დაექვემდებარება.
სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე დადგენილება 15 აპრილს გამოიცა, რომლის თანახმადაც სააგენტოს საქმიანობის მიზანია სახელმწიფო გრანტის გაცემის გზით საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა და ხელშეწყობა. როგორც ცნობილია, გრანტის მართვის სააგენტოს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება.