სახელმწიფო საწარმოები თვითკმარობის ნაცვლად მოგებაზე უნდა გავიდნენ – ლევან ჟორჟოლიანი

სახელმწიფო საწარმოები თვითკმარობის ნაცვლად მოგებაზე უნდა გავიდნენ – ლევან ჟორჟოლიანი
“ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოებმა არა უბრალოდ თვითკმარი უნდა იყოს, არამედ მოგებაზე უნდა გავიდნენ და ბიუჯეტში თანხები უნდა შეიტანონ. მისი თქმით, ამ მიზანს ემსახურება მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესიც.

მისივე განმარტებით, ოპტიმიზაცია ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის პირველი ეტაპია, რომლის საბოლოო მიზანიც სწორედ მათი მოგებაზე გასვლაა.

“ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს ოპტიმიზაციის პროცესი ენერგეტიკულ კომპანიებში, სახელმწიფო საწარმოებში და საქართველოს რკინიგზაში და ოპტიმიზაციის შედეგად უკვე 52 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. მისი თქმით, ოპტიმიზაცია პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის პირველი ნაწილია, რომლის საბოლოო მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მოგებაზე გასვლა. „სახელმწიფო საწარმოები უნდა იყვნენ არა თვითკმარი, არამედ უნდა გავიდნენ მოგებაზე, რაც არის მათი პირველადი და მთავარი ამოცანა. მათ უნდა შეძლონ სესხების აღება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ბიუჯეტში ფულის შეტანა. ეს არის საბოლოო მიზანი და ამ მიზანს ემსახურება ის პირველი ნაბიჯი, რომელიც უკვე გადაიდგა და რომელიც გულისხმობს საწარმოთა ოპტიმიზაციას“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

საქმე ის არის, რომ 3 ივნისს ირაკლი კობახიძემ 2022 წელს დაანონსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესის დაწყება, კიდევ ერთხელ დააანონსა. მისი განცხადებით, საქართველოს რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოთა შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წელს 52,5 მილიონი ლარი დაიზოგება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *