ფოთში, მალთაყვაში, გურიის ქუჩის მიმდებარედ არსებული 63 543 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა აუქციონზე იყიდება.
სახელმწიფო ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა 7 862 000 ლარია. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობა განისაზღვროს 786 200 ლარით, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 10 000 ლარით.
საპრივატიზებო პირობებში შედის თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ასევე ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში, შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით, უძრავ ქონებაზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი.
აუქციონი 5 ივნისს დაიწყო და 19 ივნისს დასრულდება.