სებ-მა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს „სიფეი“ 14 000 ლარით დააჯარიმა

სებ-მა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს „სიფეი“ 14 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შპს „სიფეი“ 14 000 ლარით დააჯარიმა.

სებ-ის ვებგვერდზე 20 მაისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიას ჯარიმა დაეკისრა „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით“ გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო.

სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „სიფეის” დირექტორი გურამ კანდელაკია. კომპანიის 10%-ს ლევან თვაური ფლობს, ხოლო 90%-ს შპს სი ჯგუფი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *