სერბული მედია: ლატვიამ და ლიეტუვამ მოსკოვში მიმავალ სერბეთის პრეზიდენტის თვითმფრინავს ცა ჩაუკ

სერბული მედია: ლატვიამ და ლიეტუვამ მოსკოვში მიმავალ სერბეთის პრეზიდენტის თვითმფრინავს ცა ჩაუკ

 ლატვიისა და ლიეტუვის ხელისუფლებებმა უფლება არ მისცეს სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის თვითმფრინავს, რომელიც მოსკოვში მიფრინავდა, მათი საჰაერო სივრცე გამოეყენებინა. ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ლიეტუვამ ვუჩიჩის თვითმფრინავს თავის საჰაერო სივრცეში შესვლა საკითხის „ტექნიკური და დიპლომატიური დელიკატურობის გამო“ არ მისცა. ხოლო ლატვიის ხელისუფლებამ ვუჩიჩს გადაფრენის საშუალება „ფრენის მიზნის პოლიტიკური დელიკატურობის გამო“ არ მისცა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ანალოგიურ პრობლემას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცოც გადააწყდა. ლატვიისა და ლიეტუვის ხელისუფლებები მის თვითმფრინავსაც არ აძლევენ საჰაერო დერეფანს.

ცნობისთვის, ვუჩიჩი და ფიცოც 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას და მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს უნდა დაესწრონ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *