სეს-მა შაურმაში სალმონელა აღმოაჩინა — “სთრით ფუდ 125-ს” საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა შაურმაში სალმონელა აღმოაჩინა — “სთრით ფუდ 125-ს” საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შაურმაში სალმონელას აღმოჩენის გამო საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა. უწყების ცნობით, “თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმასაშაურმეში “სთრით ფუდ 125”-ში (მისამართი: თბილისი, მტკვრის ქ. N1, ს/კ 405641907) სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. შემოწმებისას, ინსპექტორებმა, სალმონელაზე კვლევის მიზნით, 5 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ხუთივე გამოკვლეულ ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი — სალმონელა (SALMONELLA). შედეგად, საშაურმეში “სთრით ფუდ 125”-ში ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, შეუჩერდა. ამასთან, მიკვლევადობით დადგენილია კომპანია, რომელიც “სთრით ფუდ 125-ს” ხორცით ამარაგებდა. სალმონელაზე კვლევის მიზნით აღებულია ღორის ხორცის ნიმუშები, რომლის შედეგებიც საზოგადოებას ეცნობება”, — ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *