სვანეთში ზვავის ჩამოწოლას ერთი ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა – მესტიის მერი

სვანეთში ზვავის ჩამოწოლას ერთი ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა – მესტიის მერი
გუშინ სვანეთში ზვავის ჩამოწოლას ერთი ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქუთაისის პროზექტურაშია გადმოსვენებული.

BM.GE მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანს დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

მისივე ინფორმაციით, 4 ალპინისტი უშგულში ალპინისტის გარეშე სრიალებდნენ, საიდანაც ერთი ალპინისტი ზვავს ემსხვერპლა, ხოლო დანარჩენები გადარჩნენ.

„უშგულში 4 ალპინისტი გიდის გარეშე სრიალებდა, საიდანაც ერთი ადამიანი ზვავს ემსხვერპლა და გარდაიცვალა. დანარჩენები, ზვავის გვერდით დარჩნენ და გადარჩნენ. დაზიანება მათ არ აღენიშნებათ“, – ამბობს მესტიის მერი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *