მიმდინარე წლის 22 მარტს, სვეტიცხოველში წყალი ჩავიდა, რის შემდეგაც დაუყოვნებლივი პრევენცია/რეაბილიტაცია იგეგმებოდა, თუმცა ამისთვის რამდენიმე დღე მშრალი ამინდი იყო საჭირო. განცხადებაში ნათქვამია, რომ მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებამ და უხვმა ნალექმა შეუძლებელი გახადა პროცესის დასრულება.
“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება სვეტიცხოვლის ტაძარში წყლის განმეორებითი ინფილტრაციის თაობაზე მიმდინარე წლის 22 მარტს, სვეტიცხოველში მოხდა წყლის ინფილტრაცია, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ დაიწყო მუშაობა, კერძოდ: მოეწყო ხარაჩო, ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები, ბიოციდის ხსნარით დამუშავდა ლორფინები და საბურველი, საბურველი ლიქენებისგანაც გაიწმინდა.
ბოლო ეტაპზე იგეგმება სპეციალური ხსნარით ნაპრალების ამოგოზვა, რისთვისაც აუცილებელია რამდენიმე დღე მშრალი ამინდი იყოს. სამწუხაროდ, მეტეოროლოგიური პირობები გაუარესდა და უხვმა ნალექმა ამ დრომდე შეუძლებელი გახადა პროცესის დასრულება. შედეგად დღეს, კვლავ დაფიქსირდა იმავე ადგილას წყლის განმეორებითი ინფილტრაცია.ამ დროისათვის კედლის მხატვრობას საფრთხე არ ემუქრება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ატარებენ გადაუდებელ სამუშაოებს.მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესების შემდეგ კი დაუყოვნებლივ მოხდება ამ პრობლემის სრულფასოვანად აღმოფხვრა”, – წერია განცხადებაში.
უწყების ცნობით, „ამ დროისათვის კედლის მხატვრობას საფრთხე არ ემუქრება“.