სიარული კიბოს განვითარების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს – კვლევა

სიარული კიბოს განვითარების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს – კვლევა

 ფიზიკური უმოქმედობა ყოველწლიურად უამრავი სიცოცხლეს იწირავს.

დღევანდელ რეალობაში, რომელშიც ადამიანები სულ უფრო ნაკლებს მოძრაობენ, დიდხანს უმოძრაოდ ჯდომა ბევრ სერიოზულ დაავადებას აჩენს — მათ შორის ზრდის კიბოს რისკს!

და, აი, ახალი კვლევის თანახმად, ისეთ მარტივ აქტივობას, როგორიცაა სიარული, მსგავსი დაავადებებისგან ჩვენი დაცვა შეუძლია.

სულ უფრო მეტი კვლევა აჩვენებს, რომ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას კიბოს რისკის შემცირება შეუძლია. ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი კვლევები ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ადასტურებს.

დიდ ბრიტანეთში 85 000-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული ახალი მასშტაბური კვლევის თანახმად, რაც უფრო მეტ ნაბიჯს გადადგამთ ყოველდღიურად, მით უფრო მცირდება კიბოს 13 სხვადასხვა სახეობის განვითარების რისკი.

კვლევაში მონაწილეები ატარებდნენ აქტივობის განმსაზღვრელ მოწყობილობას, რომელიც ზომავდა მათ ყოველდღიური მოძრაობის როგორც მასშტაბებს, ასევე ინტენსივობას. მკვლევრები მონაწილეებს ექვსი წლის შემდეგაც აკვირდებოდნენ. მათი აღმოჩენილი მკაფიო კანონზომიერება შემდეგია: მეტი ნაბიჯი კიბოს განვითარების შემცირებულ რისკს ნიშნავდა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სწრაფად იყო გადადგმული ეს ნაბიჯები.

სარგებელი შესამჩნევი დღეში დაახლოებით 5000 ნაბიჯიდან გახდა — როგორც ჩანს, ამაზე ნაკლები ნაბიჯი დიდ დაცვას არ უზრუნველყოფდა.

7000 ნაბიჯის გადადგმისას კიბოს განვითარების რისკი 11%-ით შემცირდა. 9000 ნაბიჯის გადადგმისას კი 16%-ით.9000 ნაბიჯზე მეტის გადადგმის შემთხვევაში რისკის შემცირების სხვაობა უმნიშვნელო გახდა.

ეს დასკვნები ადასტურებს პოპულარულ რეკომენდაციას, რომელიც დღეში 10 000 ნაბიჯის გადადგმისკენაა მიმართული: არა მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობისთვის, არამედ პოტენციურად კიბოს პრევენციისთვისაც.

ეს კავშირები ასევე შენარჩუნდა, როდესაც შედეგები დემოგრაფიული, სხეულის მასის ინდექსისა და სხვა ცხოვრების წესის ფაქტორების, მაგალითად, მოწევის, გათვალისწინებით იქნა კორექტირებული. ეს იმაზე მიუთითებს, რომ კიბოს რისკის ცვლილებები მართლაც განპირობებული იყო მონაწილის მიერ ყოველდღიურად გადადგმული ნაბიჯების საშუალო რაოდენობაზე.

მკვლევრებმა ასევე გააანალიზეს ნაბიჯების ინტენსივობა — არსებითად, რამდენად სწრაფად დადიოდნენ მონაწილეები. აღმოაჩნდა, რომ უფრო სწრაფი სიარული დაკავშირებული იყო კიბოს განვითარების დაბალ რისკთან.

მეორე მხრივ, როდესაც ფიზიკური აქტივობის საერთო რაოდენობა გაითვალისწინეს, სიარულის სიჩქარე სტატისტიკურად მნიშვნელოვან განსხვავებას აღარ წარმოადგენდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: მნიშვნელოვანია სიარულის საერთო ხანგრძლივობა და არა სისწრაფე.

ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია თუ რამდენად ვმოძრაობთ და უკვე შემდეგ გასათვალისწინებელია სიჩქარე.

მკვლევრებმა შეისწავლეს კიბოს 13 სპეციფიკური სახეობა, მათ შორის საყლაპავის, ღვიძლის, ფილტვის, თირკმლის, კუჭის, ენდომეტრიუმის, მიელოიდური ლეიკემიის, მიელომის, მსხვილი ნაწლავის, კისრის, სწორი ნაწლავის, შარდის ბუშტისა და სარძევე ჯირკვლის.

შესაბამისად, დაახლოებით 50 წუთი მსუბუქ სიარულს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს თქვენს გრძელვადიან ჯანმრთელობაზე. არც ის არის აუცილებელი, რომ ეს ყველაფერი ერთდროულად გააკეთოთ.

მკვლევრების თქმით, დღის განმავლობაში შეგიძლიათ გადაანაწილოთ შემდეგი მოძრაობები: ლიფტის ნაცვლად კიბეები გამოიყენეთ, სადილის დროს გაისეირნეთ, ტელეფონით ზარების დროს იარეთ, დანიშნულების ადგილიდან ცოტა მოშორებით გააჩერეთ მანქანა. . .

თქვენს რუტინაში მეტი ნაბიჯის გადადგმა, განსაკუთრებით შუა ხნის ასაკში, შეიძლება იყოს ერთ-ერთი უმარტივესი გზა გარკვეული სახის კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად.

რა თქმა უნდა, ფიზიკურ აქტივობასა და კიბოს შორის კავშირი კომპლექსურია. საჭიროა უფრო გრძელვადიანი კვლევა, განსაკუთრებით კიბოს ცალკეულ ტიპებზე ფოკუსირებული, რათა უკეთ გავიგოთ, თუ რატომ გვეხმარება სიარული — და როგორ შეგვიძლია მოძრაობა კიბოს პრევენციის სტრატეგიების რეგულარულ ნაწილად ვაქციოთ.

და მაინც, ახლა გზავნილი ნათელია: ნაკლები ჯდომა, მეტი მოძრაობა!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *