ამასთან, ბოლო 10 წლის განმავლობაში სკოლას საშუალოდ 41.3 ათასი მოსწავლე ასრულებდა.
საქსტატის თანახმად, ამ 41.2 ათასი მოსწავლიდან საჯარო სკოლებს 37.5 ათასი მოსწავლე ასრულებს, კერძო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობა კი 3.7 ათასია.
ამასთან, მოსალოდნელია რომ მომდევნო წლებში სკოლის დამამთავრებელთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდოს, რადგანაც ამჟამად მეცხრე კლასს 59.6 ათასი მოსწავლე ამთავრებს, მათი უდიდესი ნაწილი კი სამი წლის შემდეგ მეთორმეტე კლასს დაამთავრებს. ამის შემდეგ კი ის ჯერ 56 ათასამდე შემცირდება, შემდეგ კი 55 ათასამდე, თუმცა 6 წლის შემდეგ კვლავ 58 ათასს მიაღწევს.
რაც შეეხება მთლიანად სკოლის მოსწავლეთა რიცხოვნობას, ის 2024-2025 სასწავლო სეზონზე 640.7 ათასს შეადგენს, რაც 2009 წლის შემდეგ რეკორდული რიცხვია. ამ მოსწავლეების 89% საჯარო სკოლებში სწავლობს, ხოლო 11% კერძო სასწავლებლებში. ამასთან, წინა წელთან შედარებით კერძო სკოლების კონტინენტი 6%-ით არის გაზრდილი და ის 70.3 ათასს შეადგენს.