Solar Auto-ს მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, თბილისის ქუჩებში ელექტრო მანქანის პლატფორმა (3.0 e-platform) გამოჩნდა; სოლარ ავტოს მიერ შექმნილი პლატფორმა ზუსტი ასლია BYD-ის თანამედროვე ტექნოლოგიით შექმნილი ელექტრო ძრავისა და ბატარეების, რომელიც ინტეგრირებულია ძარაში. ამ გზით სოლარ ავტო შეეცადა საზოგადოებისთვის ელექტრომობილების ახალი, რევოლუციური პლატფორმის გაცნობა.
Solar Auto და მისი მისია
Solar Auto 2022 წლიდან აქტიურად წარმოადგენს BYD-ის სრულად ელექტრო და დატენვადი ჰიბრიდული ავტომობილების მოდელებს საქართველოში. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საგარანტიო მომსახურებას, ორიგინალი ნაწილებსა და სრულ სერვისს. Solar Auto იყო პირველი, რომელმაც:
✔️ სრულად წარმოადგინა BYD-ის სამოდელო ხაზი;
✔️ დანერგა BYD-ის ელექტრომობილების სრული სერვისი ორიგინალი ნაწილებით;
✔️ უზრუნველყო მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი საგარანტიო მომსახურება;
✔️ შექმნა ელექტრომობილის სრულფასოვანი დაზღვევის პაკეტი სადაზღვეო კომპანიებთან ერთად, ხელმისაწვდომ ფასად.
ჩინეთის #1 და მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად აღიარებული BYD-ის ავტომობილები უკვე მრავლად გვხვდება თბილისის ქუჩებში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ელექტრომობილების მიმართ მზარდ ინტერესს.
Solar Auto-ს გუნდმა 2024 წელს წამოიწყო მასშტაბური კამპანია, რომელიც მოიცავს BYD-ის ელექტრომობილის 3.0 პლატფორმის 3D მოდელის დემონსტრირებას თბილისის ქუჩებში. სპეციალურად შექმნილი კონსტრუქცია, რომელიც BYD-ის ელექტრომობილზე მისაბმელით არის მიმაგრებული, ქალაქის ქუჩებში მოძრაობს და საზოგადოების ყურადღებას იპყრობს.
ელექტრომობილის 3.0 პლატფორმის დემონსტრაცია
ეს მარკეტინგული კამპანია ხელს უწყობს ელექტრომობილების ტექნოლოგიისა და მათი უპირატესობების უკეთ გაცნობას მომხმარებლისთვის. მისაბმელზე განთავსებული BYD-ის ბატარეის 3D მოდელი მკაფიოდ აჩვენებს ელექტრომობილის კომპონენტებსა და მისი მუშაობის პრინციპებს, რაც უფრო მეტად ამაღლებს საზოგადოების დაინტერესებას და ინფორმირებულობას ამ სფეროში.
NOW. HAPPENING! – ეს არის გზავნილი, რომელიც Solar Auto-მ დაარსების დღიდან გააჟღერა. რევოლუციური ცვლილებები, რომლებიც ტექნოლოგიურმა მიღწევებმა მოიტანა ჩვენს გარშემო ზუსტად ახლა ხდება!
სოლარ ავტოს სამომავლო ხედვა
Solar Auto-ს კიდევ ერთი ახალი პროდუქტი საქართველოს ბაზარზე Solar Station-ის (მზის სადგური) App Store; Google Play – სახელით გამოჩნდა; სრულად ქართული მობილური აპლიკაცია, რომელიც აერთიანებს სწრაფი დამტენების ქსელს საქართველოში; 2024 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს სწრაფი დამტენების მონტაჟი პარტნიორ კომპანიებთან ერთად, რათა გაამრტივოს ელექტრო ავტომობილების ფლობის გამოცდილება და უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადოს.
სივრცეში კამპანიას, რომლის ფარგლებშიც სოლარ ავტო საქართველოს ბაზარზე ახალ ბრენდს წარმოადგეს. ოფიციალური პრეზენტაცია კი 5 აპრილს – EV expostition ში გაიმართება (წერეთლის N117 – საგამოფენო მე-11 პავილიონი)