სომხეთზე გავლენა დაპირისპირების ესკალაციაზე იქნება დამოკიდებული – ფინანსთა მინისტრი

სომხეთზე გავლენა დაპირისპირების ესკალაციაზე იქნება დამოკიდებული – ფინანსთა მინისტრი
დამოკიდებული.

“ბუნებრივია, ბიუჯეტში განვიხილავთ სხვადასხვა რისკს. მაგალითად, ერთ-ერთ რისკ-სცენარში ეკონომიკური ზრდა შეიძლება იყოს 1.3% ნაცვლად დაგეგმილი 5.1%-სა. რაც შეეხება ირანსა და ისრაელს შორის დაპირისპირების გავლენას, ეს დიდწილად დამოკიდებულია მის ხარისხსა და ხანგრძლივობაზე”, – განაცხადა მინისტრმა პრესკონფერენციაზე.

სომხეთის ფინანსთა მინისტრმა მაგალითად 2022 წელს რუსეთ-უკრაინას შორის ომის დაწყება მოიყვანა, რასაც მაშინვე მოჰყვა გაუარესებული სცენარები, თუმცა ომმა საქართველოს მსგავსად, სომხეთის ეკონომიკის ორნიშნა ზრდასაც შეუწყო ხელი.

“საბედნიეროდ, რეალობა ცოტა სხვაგვარი აღმოჩნდა. ამიტომ არ გვინდა დასკვნების ახლა გაკეთება. რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროში ჩვენი კოლეგები განიხილავენ ლოგისტიკურ და მიწოდების საკითხებს, რომლებიც ირანს უკავშირდება”, – განაცხადა ვაგე ავანისიანმა.

მინისტრის თქმითვე, ერთ-ერთი ნეგატიური გავლენა სომხეთის საინვესტიციო გარემო შეიძლება იყოს, რომელიც ინვესტორებს შესაძლოა სარისკოდ მოეჩვენოთ. ასევე მას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს საპროცენტო განაკვეთებზეც. სომხეთის ბიუჯეტი წელს 5.1%-იან ზრდაზეა დაგეგმილი. შედარებით მცირეა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზები და 4 და 4.5% შეადგენს.

13 ივნისს ისრაელი თავს დაესხა ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს. პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო. თეირანში აცხადებენ, რომ ისრაელის ავიაცია სამოქალაქო ობიექტებსაც ბომბავს. ისრაელის სამხედრო თავდასხმის შედეგად მოკლული არიან ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *