სომხეთში, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 3.2% შეადგინა

სომხეთში, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 3.2% შეადგინა
აპრილში სომხეთში წლიურმა ინფლაციამ 3.2%, თვის ჭრილში კი 0.5% შეადგინა. ინფორმაციას სომხური მედია სომხეთის ეროვნული სტატისტიკის კომიტეტზე დაყრდნობით წერს.

უწყების ცნობით, აპრილში, გასული წლის ამავე თვესთან შედარებით სამომხმარებლო საქონელი და უალკოჰოლო სასმლის ფასები 5.2%-ით, თვიურ ჭრილში კი 1.2%-ით გაიზარდა.

ალკოჰოლური და თამბაქოს პროდუქცია წლიურად 6.1%-ით, მარტთან შედარებით კი 1.3%-ით გაძვირდა. ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასები 2.4%-ით შემცირდა, თვის ჭრილში კი 0.4%-ით გაიზარდა. კომუნალური მომსახურების ფასები 0.9%-ით გაიზარდა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სახლის ყოველდღიური მომსახურების საფასური 1.3%-ით, თვის ჭრილში კი 0.3%-ით შემცირდა.

ჯანდაცვის სფეროში აპრილში ფასები წლიურად 3.3%-ით, თვის ჭრილში 0.2%-ით გაიზარდა. ტრანსპორტის სფეროში კი 4.2%-ით გაიზარდა. კავშირგაბმულობის მიმართულებით ფასები გასული წლის აპრილთან შედარებით 0.7%-ით, მიმდინარე წლის მარტთან შედარებით კი 0.1%-ით შემცირდა.

დასვენების და კულტურის კუთხით 1.6%-ით, განათლებაში კი ფასები 7.8%-ით გაიზარდა.

სარესტორნო და სასტუმროების მიმართულებით ფასების წლიური ზრდა 1.5%-ით, საცალო ვაჭრობისა და მომსახურების ფასები კი აპრილში 0.8%-ით შემცირდა.

არასაყოფაცხოვრებო საქონელი წლიურად 0.5%-ით, მარტთან შედარებით კი 0.2%-ით გაიაფდა.

გარდა ამისა, მოსახლეობის მომსახურების ტარიფები 2025 წლის აპრილში გასული წლის აპრილთან შედარებით 2.7%-ით, წინა თვესთან შედარებით კი 0.1%-ით გაძვირდა.

სომხეთის მთავრობა 025 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 5.1%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *