სოფლის განვითარების მუზეუმი – „ჰერბიას“ ახალი პროექტი აგროსექტორით დაინტერესებულებისთვის

სოფლის განვითარების მუზეუმი – „ჰერბიას“ ახალი პროექტი აგროსექტორით დაინტერესებულებისთვის

სოფლის განვითარების მუზეუმი – „ჰერბიას“ ახალი პროექტი აგროსექტორით დაინტერესებულებისთვის

სოფლის განვითარების მუზეუმი კომპანია „ჰერბიას“ ახალი პროექტია, რომელიც აგროსექტორით დაინტერესებულ პირებს ერთ სივრცეში სხვადასხვა სახის ტურებსა და მომსახურებას შესთავაზებს. დეტალურად ბიზნესის ამ მიმართულებით განვითარებაზე კომპანიის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ზურაბ ჯანელიძემ გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის პროექტირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მისი დასრულებისთვის ერთი თვე სჭირდებათ, რის შემდეგაც პროექტის განხორციელების ვადები და საინვესტიციო ღირებულება დაზუსტდება. აგროტურიზმის მიმართულებით სხვადასხვა სახის ტურების გარდა პროექტი ადგილზე საცხოვრისის მოწყობას მოიცავს, რომელიც ისტორიულად სოფლად მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი ადგილის ავთენტიკური იქნება. შესაბამისად, წყალტუბოში სოფელ ტყაჩირში „ჰერბია“ აგროტურისტულ ობიექტს შექმნის.

„სოფლის განვითარების მუზეუმი – ასე ეწოდება ჩვენს ახალ პროექტს, სადაც თავს მოიყრის აგროტურიზმი, ღვინის ტურიზმი, კულინარიული და ეკოტურები. ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვევრები და ჩვენი გარემო. ძალიან მალე გაცნობებთ, რომ მზად ვართ პირველი სტუმრების მისაღებად.

ადგილზე ვაკეთებთ საცხოვრისს, სადაც ადამიანები გაჩერდებიან. საინტერესო გარემოს ვქმნით, რომელიც ავთენტიკური იქნება.

მოსული სტუმარი მიიღებს როგორც აგროსექტორში საინტერესო გამოცდილებას, ტურისტულ გამოცდილებას და დასარჩენ სივრცეს. მოეწყობა საბავშვო და რეკრეაციული სივრცეები, მოსულ სტუმრებს გავუზიარებთ ინფორმაციას როგორც ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები 300 წლის წინ, გვექნება მასტერკლასები კულინარიის, ხეზე და ქვაზე მუშაობის, მიწაზე მუშაობის და ა.შ.

პროექტის განხორციელებისთვის ძალიან კარგად ვმუშაობთ უნივერსიტეტებთან, მერიებთან, ბათუმიდან გვირეკავენ ტურიზმით დაინტერესებული ადამიანები, რომლებსაც სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიური პროცესების ნახვა აინტერესებთ, გვირეკავენ „ქალთა ორგანიზაციები“, ინტერესდებიან ამ ყველაფრით და თავის მეურნეობებშიც გადატანას ცდილობენ“, – აღნიშნა ზურაბ ჯანელიძემ #რედაქტ2-თან საუბრისას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *