“სოციალური დიზაინის დღეები” – დიზაინის ინსტიტუტი კონფერენციას მართავს

“სოციალური დიზაინის დღეები” – დიზაინის ინსტიტუტი კონფერენციას მართავს

სოციალური დიზაინის მნიშვნელობის ახსნისა და საქართველოში მისი დამკვიდრების მიზნით, დიზაინ ინსტიტუტისა და პოლონური ინსტიტუტი, ქართულ-პოლონური პროექტის “სოციალური დიზაინის დღეები” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

ღონისძების ფარგლებში დიზაინის ქართველმა და უცხოელმა წარმომადგენლებმა სოციალური დიზაინის მნიშვნელობას, თანამონაწილეობითი დიზაინის, მდგრადობის, ხელმისაწვდომობის, საჯარო სერვისბის, მემკვიდრეობის, სივრცეების, ურბანული და სამოქალაქო დიზაინის არსი განიხილეს.

როგორც ორგანიზატორებმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადეს, სოციალური დიზაინი, სოციალურ პრობლემებთან დიზაინის და ინოვაციების საშუალებით გამკლავების, მათი გაუმჯობესების, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან თანამშრომლობის და უკეთესი გარემოს შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა.

მათი განმარტებით, ეს არ არის სტანდარტული დიზაინ მიმართულება, რომელიც სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებზეა ორიენტირებული, სწორედ ამიტომ მისი განვითარება უკეთესი საზოგადოების შექმნის წინაპირობაა.

“დიზაინის ინსტიტუტის დაარსების დღიდან, ჩვენი სურვილი იყო სოციალური დიზაინის დღეები და ინიციატივები წაგვეწია წინ. სოციალური დიზაინი არის დიზაინი, რომელიც სოციალური საკითხების გადაწყვეტას, ეს იქნება ურბანული საკითხები, მედიცინა, ურბანული თუ საკითხები ემსახურება.

მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ გარემოში და იმ გამოწვევებში სადაც ვართ, გვქონდეს შესაძლებლობა ერთმანეთთან კოლაბორაციით და თანამშრომლობით შევძლოთ შევქმნათ გამოსავალი და უკეთესი გარემო შევუქმნათ ადამიანებს”, – თქვა ნინჩო ეგაძემ

აღსანიშნავია, რომ სოციალური დიზაინის დღეები დიზაინის ინსტიტუტის, Polish Graphic Design-ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოში პირველად ტარდება და სისტემატური სახე მომავალში კვლევების, ღია განაცხადების და სხვა თემატური სერიების სახით ექნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *