სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას შეუერთდება.
ინფორმაცია BMG-ის საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ინიციატივა ბიუროზე წარდგება.
10 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს კარლო კაციტაძე სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა. მას საფუძვლად ედო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგი, რომლითაც ქვეყანამ აიღო ვალდებულება არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით ეფექტიანი რეფორმები განახორციელოს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა 6 წლის ვადით და მას დაფუძნების დღიდან კარლო კაციტაძე ხელმძღვანელობს.