20 ივნისს იოჰან კრუიფის ინსტიტუტის და ჯანო ბაგრატიონის სახელობის აკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება საქართველოში პირველი სპორტული საგანმანათლებლო ფორუმი, ერთ დღიანი ფორუმი ემსახურება საქართველოში სპორტული განათლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და გლობალური ტრენდების გაცნობას.
სპორტული განათლების ფორუმი გაიმართება 20 ივნისს თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია “-ში. ფორუმი თავს მოუყრის სპორტული ინდუსტრიის მთავარ ფიგურებს, რომლებიც იმსჯელებენ ახალ ტენდენციებზე, სტრატეგიულ გეგმარებაზე, სპორტის ფსიქოლოგიაზე და სპორტული მარკეტინგის ევოლუციაზე. იოჰან კრუიფის ინსტიტუტი მნიშვნელოვანი მონაწილეებით იქნება წარმოდგენილი —ფორუმის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მისი აკადემიური ნაწილის წარმომადგენლები, ასევე ინდუსტრიის პროფესიონალები.
ღონისძიება გააერთიანებს წამყვან პროფესიონალებს საერთაშორისო სპორტული ინდუსტრიიდან, რომლებიც გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ხედვებს სფეროში არსებული მიმდინარე გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა დამსწრე საზოგადოებისთვის, პირადად მოისმინონ გამომსვლელებისგან რა გზა გაიარეს წარმატების მისაღწევად და როგორ დაიკავეს წამყვანი პოზიციები სხვა და სხვა სპორტულ ორგანიზაციებში.
სპორტული განათლების ფორუმი 2025-ის სტუმრებს შორის იქნებიან ცნობილი სპორტსმენები, მათ შორის ქართველი ფეხბურთის ლეგენდა შოთა არველაძე, გაიზკა მენდიეტა — ყოფილი ესპანელი ფეხბურთელი, ჟორდი პასკუალი — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული მენეჯმენტის სააგენტოს საფეხბურთო აგენტი, მარ როვირა როდრიგეზი — ყოფილი კალათბურთელი და სპორტული ფსიქოლოგი, დენიელ მარტინი — გამოცდილი და სერტიფიცირებული შოტლანდიელი აუდიტორი, სტრატეგიული ლიდერი, რომელიც ხელმძღვანელობს კომერციულ, ფინანსურ, ადამიანური კაპიტალის, ანალიტიკისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებებს, როსიო რუიზი — სპორტის მარკეტინგის სპეციალისტი, სევილიის უნივერსიტეტის ლექტორი სპორტის მენეჯმენტის მიმართულებით და ასევე იქნებიან სხვა საინტერესო სპიკერები.
იოჰან კრუიფის ინსტიტუტის სახელით ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ონლაინ პროგრამების დირექტორი ლუკას დორდა და კორპორაციული ურთიერთობების ხელმძღვანელი ედგარ რომერო.
„ჩვენი მისიაა განათლების საშუალებით მოვამაზადოთ მომავალი სპორტული ლიდერები, მსგავსი ფორუმებზე ყოფნა გვაძლევს საშუალებას ხელი შევუწყოთ ისეთი მზარდი სპორტული ეკოსისტემების განვითარებას, როგორიც საქართველოა და დავუკავშირდეთ პროფესიონალებს, რომლებიც ერთუგულები არიან ინოვაციური, ეთიკური და მდგრადი სპორტული მენეჯმენტის“, – ამბობს ედგარ რომერო, იოჰან კრუიფის ინსტიტუტის კორპორაციული ურთიერთობების ხელმძღვანელი.
იოჰან კრუიფის ინსტიტუტი არის მსოფლიოში აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ამზადებს სპორტსმენებს, სპორტისა და ბიზნესის პროფესიონალებს სპორტის მენეჯმენტის ლიდერებად, დაარსებულია ლეგენდარული ფეხბურთელის იოჰან კრუიფის მიერ. კრუიფის ინსტიტუტი აერთიანებს აკადემიურ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად სპორტის ინდუსტრიაში.
ჯეიბიესი (ჯანო ბაგრატიონის სახელობის სპორტული აკადემია) წარმოადგენს ინსტიტუტს რომლის მიზანი არის საქართველოში ახალგაზრდა თაობას მისცეს საშუალება მიიღოს როგორც სპორტული ისე აკადემიური განათლება. 2025 წლიდან ჯეიბიეს აკადემია და იოჰან კრუიფის ინსტიტუტი დაპარტნიორდნენ. ჯეიბიესი 2025 წლის შემოდგომიდან შესთავაზებს სპორტული მენეჯმენტის სხვა და სხვა სახის 8-12 კვირიან კურსებს, ხოლო 2026 წლიდან სპორტული მენეჯმენტის მაგისტრატურას. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამები ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში იოჰან კრუიფის ინსტიტუტის პროფესორ მასწავლებლების მიერ.
საქართველოში პირველი სპორტული საგანმანათლებლო ფორუმი განსაკუთრებული მხარდაჭერით ტარდება – მისი პარტნიორია „წყალი მთის“ რომელიც ზრუნავს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე.
ბრენდი აქტიურად უჭერს მხარს სპორტულ ინიციატივებს, ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას , განათლებასა და ჯანსაღ ცხოვრებას.
ფორუმზე დასასწრები ბილეთების შესაძენად ესტუმრეთ TKT.GE ის ლინკს https://bit.ly/3FeKFJD