სტამბოლში, უკრაინელი და რუსი დელეგატები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ერთმანეთს ხვდებიან. ეს პირველი პირდაპირი მოლაპარაკებაა კიევსა და მოსკოვს შორის 2022 წლის შემდეგ.
შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი თავმჯდომარეობს.
უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, ხოლო რუსულ მხარეს კრემლის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი. როგორც უმეროვმა შეხვედრამდე განაცხადა, უკრაინა მზადაა „უმაღლეს დონეზე პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის“ და „ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტისთვის“.