სტამბოლში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს

სტამბოლში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს
სტამბოლში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, თურქეთის, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის მეორე რაუნდი დაიწყო.

შეხვედრა, სტამბოლის დროით 14:45 საათზე დაიწყო. თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანია და მის შემადგენლობაშია თურქეთის ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იბრაჰიმ კალინია.

რუსეთის დელეგაციაში კი პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი, მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი, გენშტავის მთავარი დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი შედიან.

უკრაინულ მხარეს კი წარმოადგენენ თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე პოკლადი, საგარეო დაზვერვის სამსახურის თავმდჯომარების პირველი მოადგილე ოლეგ ლუგოვსკი.

თურქული მედიის ცნობით, შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა გახსნა. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მთავარი პრიორიტეტი მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა უნდა იყოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *