სტამბოლში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 236 ადამიანი დაშავდა

სტამბოლში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 236 ადამიანი დაშავდა
23 აპრილს თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სტამბოლსა და მეზობელ ქვეყნებში მომხდარი 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 236 ადამიანი დაშავდა. არ ვრცელდება ცნობები მსხვერპლის შესახებ. ოფიციალური პირების ცნობით, დაზარალებულთა დიდი ნაწილი მიწისძვრის დროს სიმაღლიდან ხტომის გამო დაშავდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, მიწისძვრა 10კმ-ის სიღრმეში განვითარდა. ეპიცენტრი კი მარმარილოს ზღვა იყო, სტამბოლიდან 40 კმ-ის დაშორებით. ბიძგები იგრძნობოდა სტამბოლიდან 550კმ-ით დაშორებულ ქალაქებშიც.

სტიქია ადგილობრივი დროით 12:49 საათზე მოხდა, რა დროსაც ადგილობრივები სუვერენობისა და ბავშვთა ეროვნულ დღეს აღნიშნავდნენ. მიწისძვრა 13 წამს გაგრძელდა და, როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია აცხადებს, 100 განმეორებითი ბიძგიც მოჰყვა, მათგან ყველაზე ძლიერი 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის. ევაკუაცია განხორციელდა 12 შენობაში; ამ დრომდე ცნობილია 378 შენობა-ნაგებობის დაზიანების შესახებ. განმეორებით ბიძგების რისკის გამო მოქალაქეთა ნაწილმა ღამე ღია სივრცეში, სკვერებსა და ბაღებში გაათენეს.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში მოსწავლეთა დაზიანების შემთხვევები არ ფიქსირდება, განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს და ხვალ სტამბოლში არ იფუნქციონირებს საჯარო სკოლები და უნივერსიტეტები. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული [ანაზღაურებადი] შვებულებით ისარგებლებენ ორსულები, 10 წლამდე შვილების დედები და საჯარო უწყებებში დასაქმებული შშმ პირები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *