სტიქია კახეთში – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დაისეტყვა

სტიქია კახეთში – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დაისეტყვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ვაჩნაძიანში კალაურში, ვაზისუბანში, მუკუზანსა და შაშიანში სტიქია დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, წვიმის გამო, ვენახებისა და სასოფლო- სამეურნეო სავარგულების მდგომარეობა ჯერ არ იციან.

„სეტყვა და ქარი დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. ძირითადად, ერთ ზოლზეა დასეტყვილი სოფლები. ნაკვეთები რა მდგომარეობაშია, ჯერ არ გვინახავს“, – აცხადებენ ადგილობრივები.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ვითარებას ადგილზე ეცნობიან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *