როგორც თვითმხილველები იტყობინებიან, დაკვამლიანება შეინიშნებოდა დედაქალაქის მთავარი საზღვაო პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასობით ათასი ადამიანი აფარებს თავს. მედია იტყობინება, რომ აფეთქება მოხდა ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროშიც, რომელიც ქვეყნის ლიდერის, გენერალი აბდელფატა ალ-ბურჰანის რეზიდენციის მახლობლად მდებარეობს.
პორტ-სუდანში მომხდარი სავარაუდო თავდასხმა კიდევ უფრო გაამწვავებს სამოქალაქო დაპირისპირებას, რომელიც ქვეყნის არმიასა და პარასამხედრო დაჯგუფება “სწრაფი მხარდაჭერის ძალებს” (RSF) შორის გასულ კვირას, RSF-ის მიერ პორტ-სუდანის აეროპორტსა და სამხედრო ბაზაზე იერიშის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადავიდა.
სუდანი კონფლიქტმა 2023 წლის აპრილში მოიცვა, როდესაც ქვეყნის ოფიციალური სამხედრო არმია და გავლენიანი არაფორმალური დაჯგუფება ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მიზეზი ქვეყნის მმართველობის სამხედროდან სამოქალაქო ფორმაზე გადასვლასთან დაკავშირებული უთანხმოება იყო. მას შემდეგ სუდანი 12 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, ქვეყანა კი, გაეროს შეფასებით, ერთ-ერთმა ყველაზე მწვავე ჰუმანიტარულმა კრიზისი დგას.