სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის

15 ივნისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, არქის მცხოვრებლებისთვის კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო გაიმართა, სადაც ქართული ნაციონალური ბალეტი – სუხიშვილები არქელებისთვის სპეციალური პროგრამით წარდგა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი ქორეოგრაფიული ნომრები აერთიანებდა ეროვნულ იდენტობად ქცეულ კომპოზიციებს.

ღონისძიება არქის ინიციატივით გაიმართა და მისი მიზანი იყო, რომ არქელებს უნიკალური კულტურული გამოცდილება მიეღოთ, დამტკბარიყვნენ ცეკვით გადმოცემული ქართული ტრადიციებით და ზაფხულის თბილი საღამო სასიამოვნოდ გაეტარებინათ.

“არქიში ჩვენს 45 000-ზე მეტ არქელზე ზრუნვას განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვუთმობთ და ყოველთვის ვცდილობთ სხვადასხვა სახის აქტივობები შევთავაზოთ. არქისთან ურთიერთობა არ მთავრდება ბინის გასაღების გადაცემით, პირიქით, ჩვენი მიზანია რომ თითოეულმა არქელმა ბედნიერად და კომფორტულად იგრძნოს თავი. ასეთი ღონისძიებები უკვე იქცა ჩვენს საერთო ტრადიციად და ჩვენს მცხოვრებლებს წინ კიდევ უამრავ სასიამოვნო სიურპრიზს ვუმზადებთ” – არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

ლეგენდარულ ანსამბლს წელს დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა და არქელებისთვის მოწყობილ საღამოზე წარმოდგენილი იყო მთელი ამ პერიოდის მანძილზე შექმნილი საუკეთესო ქორეოგრაფიული კომპოზიციები.

არქის მთავარი პრიორიტეტი არქელებზე ზრუნვაა და ამის ფარგლებში, არაერთი სხვადასხვა ინიციატივით ცდილობს, მათი ყოველდღიურობა კიდევ უფრო კომფორტული გახადოს. წლების მანძილზე, კომპანიის ორგანიზებით, მხოლოდ არქელებისთვის გაიმართა ისეთი გამორჩეული ღონისძიებები, როგორიც იყო „ჯიფსი კინგსის“ კონცერტი, ქართული კინომუსიკის შედევრები ნიკოლოზ რაჭველისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრისგან; მიუზიკლი „ჩიკაგო“ და სხვა…

დეველოპერული კომპანია მომავალშიც განაგრძობს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას, რათა არქიში ცხოვრება სავსე იყოს სასიამოვნო მომენტებითა და გამოცდილებებით. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად ქველმოქმედებას ხმარდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *