სწავლებისა და განვითარების ევროპული სტანდარტი – “დეველორ ჯორჯია” L&D Kaleidoscope-ის კვლევაზე

სწავლებისა და განვითარების ევროპული სტანდარტი – “დეველორ ჯორჯია” L&D Kaleidoscope-ის კვლევაზე

BMGTV-ის გადაცემაში “საქმიანი დილა” “დეველორ საქართველოს” მმართველმა დირექტორმა, მარიამ დულსკიენემ L&D Kaleidoscope 2025-ზე ისაუბრა, რომელიც Develor International-ის გლობალურ კვლევას ეკუთვნის.

კომპანია „დეველორ ჯორჯია“ საერთაშორისო საკონსულტაცუო და სატრენინგო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ოფისს 18 ქვეყანაში ფლობს. ოპერირების 30 წლიანი პორტფელი კი უკვე რვა წელია საქართველოს ბაზარსაც აერთიანებს. დღეს კი, “დეველორ საქართველო” საქართველოს ბაზარზე სწავლებისა და განვითარების ევროპულ სტანდარტს წარმატებით ნერგავს.

“დეველორ საქართველოს” მმართველმა დირექტორმა, მარიამ დულსკიენემ ეთერში აღნიშნა, რომ კომპანია მე-10 წელია საქართველოს ბაზარზეა და კორპორაციული სწავლებისა და განვითარების ევროპულ სტანდარტს ნერგავს. ამასთან, Develor international უკვე მეორე წელიწადია საავტორო კვლევას L&D Kaleidoscope ატარებს, რომელიც კორპორაციული სწავლებისა და განვითარების ტენდენციების ღრმად გაანალიზებას უზრუნველყოფს.

მისივე განმარტებით, კვლევა 2025 წლის დასაწყისში ჩატარდა და მასში მონაწილეობდა 1 770-ზე მეტი HR და L&D პროფესიონალი 24 სხვადასხვა ქვეყნიდან – მათ შორის საქართველოდანაც.

“Developer international უკვე 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი. სულ ცოტა ხნის წინ, კომპანიის მე-18 წარმომადგენლობა საბერძნეთში გაიხსნა. “დეველორი” ეს არის საერთაშორისო საკონსულტაციო და სატრენინგო კომპანია, რომელიც უკვე 30 წელზე მეტ გამოცდილებას ითვლის. გასულ წელს, დიდ ბრიტანეთში მივიღეთ პრიზი და გავედით ნომინაციაში, საუკეთესო ორგანიზაცია ევროპაში.

რაც შეხება L&D Kaleidoscope-ს კვლევას, მის ფარგლებში ჩართული 18-ვე კომპანია ვიყავით იმისათვის, რომ ყოველდღიურობას ფეხი უფრო მეტად ავუწყოთ და არა მხოლოდ კომპანიების ლიდერებს გამოწვევების დაძლევაში დავეხმაროთ, არამედ მომავლისთვის მოვამზადოთ, რომელიც ფაქტობრივად დადგა. იგივე AI-ს მიმართულება და ა.შ. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო გვცოდნოდა, თუ რა სჭირდება ბაზარს, რა გამოწვევები აქვს ბიზნესს და უკვე ამის მიხედვით, რომ შევქმნათ ახალი პროგრამები და განვაახლოთ ახალი ტრენინგ მოდულები, რისიც ჩვენ უკვე ძალიან დიდ პორტფოლიოში არის”, – ამბობს მარიამ დულსკიენე.

ამასთან, ხაზგასასმელია, რომ წელიწადში რამდენჯერმე ტრენერები და მათ შორის კომპანიის მმართველი დირექტორი, მარიამ დულსკიენეც საერთაშორისო კონფერენციებსა თუ ღონისძიებებს ესწრებიან, რათა დააკმაყოფილონ სტანდარტი და ქვეყანაში სიახლეები დანერგონ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *