დაწერა.
„ბევრი ინვესტორის მიმართ, რომლებიც შემოდიან შეერთებულ შტატებში და დებენ უზარმაზარ თანხებს, ჩემი პოლიტიკა არასოდეს შეიცვლება. ეს არის შესანიშნავი დრო, რომ გამდიდრდე უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე“, – წერს ტრამპი.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს წარადგინა თავისი ადმინისტრაციის ახალი სატარიფო პოლიტიკა – ის აწესებს აშშ-ში უცხო სახელმწიფოებიდან იმპორტზე, სულ მცირე, 10%-იან ტარიფებს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში სატარიფო განაკვეთი 50%-საც კი აღწევს. მინიმალური, 10% ტარიფი შეეხო საქართველოსაც.