ტარიფების გამო, Jaguar Land Rover-მა აშშ-ში ავტომობილების ექსპორტი დროებით შეაჩერა

ტარიფების გამო, Jaguar Land Rover-მა აშშ-ში ავტომობილების ექსპორტი დროებით შეაჩერა
პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გამო, ბრიტანულმა Jaguar Land Rover-მა, რომელსაც ინდური Tata Holdings ფლობს, აშშ-ში ავტომობილების ექსპორტი დროებით შეაჩერა.

კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი ავტომობილების ექსპორტი ქვეყანაში ერთი თვით შეწყდება, რათა JLR-მა ბაზარზე არსებული ვითარება შეაფასოს და საფასო პოლიტიკას გადახედოს.

დიდი ალბათობით, შეზღუდვა დროებითი იქნება, რადგან ბრიტანული პრემიუმკლასის ავტომობილების სარეალიზაციოდ მთავარი ბაზარი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც Range Rover-ის SUV-ების სერიაზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *