“ტარიფების დაპაუზებას არ განვიხილავთ” – ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ

“ტარიფების დაპაუზებას არ განვიხილავთ” – ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ
განაცხადა.

“ბევრი ქვეყანა მოდის ჩვენთან მოლაპარაკებებისთვის და სამართლიანი შეთანხმებები იქნება. ტარიფების გარდა არის რაღაცები, რაც გვჭირდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, „ისრაელი აშშ-სთან სავაჭრო დეფიციტს სწრაფად აღმოფხვრის“.

„მე აშშ-ს პოზიციის მესმის. მე თავისუფალი ვაჭრობის მომხრე ვარ, მაგრამ თავისუფალი ვაჭრობა სამართლიანი უნდა იყოს“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, 7 აპრილს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში მივიდა და დონალდ ტრამპს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ტარიფების, რუსეთ-უკრაინის და ირანსა და ღაზაში არსებულ ვითარება განიხილეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *