ტარიფების პირობებში ამერიკული ღვინის ექსპორტი შემცირდა – AAWE

ტარიფების პირობებში ამერიკული ღვინის ექსპორტი შემცირდა – AAWE
ტრამპის ტარიფები აშშ-ს ღვინის ექსპორტზე ნეგატიურად აისახა. „ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის“ (AAWE) მონაცემებით, 2025 წლის მარტში ამერიკული ღვინის მსოფლიო გაყიდვები 28%-ით შემცირდა.

მარტის თვეში მსოფლიოს ბაზრებზე სულ 90 მლნ დოლარამდე ღირებულების ღვინო გავიდა, 35 მლნ დოლარით ნაკლები 2024 წლის მარტის თვესთან შედარებით. ამერიკული ღვინის სამმა მთავარმა საექსპორტო ბაზარმა მკვეთრი კლება აჩვენა. კანადაში აშშ-დან ღვინის ექსპორტი 73%-ით, ანუ 25 მლნ დოლარით, დიდ ბრიტანეთში 13%-ით, ხოლო ჩინეთში 83%-ით შემცირდა. პანამაში კი 96%-იანი კლებაა.

ისარგებლებენ თუ არა ამერიკელი მწარმოებლები ღვინის ბოლოდროინდელი ტარიფებით?

გარდა იმისა, რომ სასაქონლო რესურსების ხარჯები, სავარაუდოდ, გაიზრდება, შესაძლოა, საექსპორტო ბაზრებიც შემცირდეს – მიიჩნევენ ღვინის ეკონომისტთა ამერიკულ ასოციაციაში. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ამერიკული ღვინის 34% კანადის ბაზარზე იყიდებოდა, 13% – დიდ ბრიტანეთში, ხოლო 7% – ჩინეთში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *