“შეშფოთებულები ვართ სატარიფო ომების შესაძლო ესკალაციით, რასაც გამოიწვევს საპასუხო ზომების მიღება [უკვე დაწესებულ ტარიფებზე], ამან შესაძლოა კიდევ უფრო შეამციროს ვაჭრობა”, – ამბობს WTO-ს გენერალური დირექტორი.
მსოფლიო ლიდერებმა უკვე გამოთქვეს წუხილი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების უარყოფით შედეგებზე. “პრეზიდენტ ტრამპის მიერ მთელი მსოფლიოსთვის დაწესებული ტარიფები, მათ შორის ევროკავშირისთვის დიდი დარტყმაა მსოფლიო ეკონომიკისთვის”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
2 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიოსთვის საბაჟო გადასახადების დაწესებაზე განაცხადა. მინიმალური ტარიფი 10%-ია და საქართველოსთან მიმართებით სწორედ ეს მარჟა იქნა გამოყენებული. ასეთივე ტარიფია მაგალითად, აშშ-ის ტრადიციული მოკავშირის, დიდი ბრიტანეთისთვის. ტარიფები ყველაზე მაღალია(46-დან 49%-მდე) ვიეტნამის, ლაოსისა და კამბოჯისთვის.